პოლინოს ეროვნული პარკი
იერსახე
პოლინოს ეროვნული პარკი
Parco nazionale del Pollino | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | იტალია |
უახლოესი ქალაქი | მორანო-კალაბრო |
კოორდინატები | 39°55′36″ ჩ. გ. 16°06′41″ ა. გ. / 39.92667° ჩ. გ. 16.11139° ა. გ. |
ფართობი | 1 820 კმ² |
დაარსდა | 1992 |
მმართველი ორგანო | ოფიციალური ვებ-გვერდი |
პოლინოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale del Pollino) — ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში, ბაზილიკატისა და კალაბრიის რეგიონებში. 1 820 კმ² ფართობით, უდიდესი ბუნებრივი პარკია ქვეყანაში. მოქცეულია კოზენცის, მატერისა და პოტენცის პროვინციების ტერიტორიაზე. სახელს იღებს პოლინოს მთის მასივისგან.
პარკი შეიქმნა 1992 წელს, როგორც ბუნებრივი, ისე არქეოლოგიური მნიშვნელობის გამო. მისი სიმბოლოა ბოსნიური ფიჭვი, რადგან აქ იზრდება ამ მცენარის ერთ-ერთი უკანასკნელი ნარჩენები მთელს იტალიაში. მის ტერიტორიაზე მოქცეულია რამდენიმე ქალაქი. მერკურის ხეობაში აღმოჩენილ იქნა პრეისტორიული, ტყის სპილოსა (Elephas antiquus) და გიგანტური ბეჰემოტის (Hippopotamus major) ნამარხები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website დაარქივებული 2019-07-01 საიტზე Wayback Machine. (იტალიური) (ინგლისური)
- Pages by the Park Authority on Parks.it